Commercial à vendre, შალაური შალაური, à თელავი, Géorgie

შალაური
Hôtel • réf: 105004011-5324
Prix sur demande
მშენებარე სასტუმრო მდებარეობს თელავის რაიონის სოფერ შალაურში. გაშლილი სივრცე, ხედები კავკასიონზე, ალაზანზე, თელავზე.
მიწის ფართობი არის 3 ჰექტარი აქედან 6000 კვ.მ. არის რაზეც პროექტით გათვალისწინებულია მცირე ზომის 20 ნომრიანი სასტუმროს და მისივე დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ერეკლეს სასახლის ინსპირაციით
შენობის სამშენებლო ფართი შეადგენს 2464,7 კვ.მ-ს მოშენების 895,5 კვ.მ.
შენობის პირველი სართული ნაწილობრივ მიწაშია თუმცა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადი მთლიანად ღიაა და უერთდება გარე ტერასას სადაც გათვალისწინებულია დეკორატიული აუზის მოწყობა, ამავე სართულზე იგეგმება რესტორნის და ბარის, დახურული ტერასის, ამ სივრცეების დამხმარე ფართების მოწყობა.
შენობის მთავარ სართულზე მოწყობილია მიმღები სივრცე ანუ რეცეფცია, შემოსასვლელი თავის მხრივ უკავშირდება დიდი განიერი კიბეებით პირველ სართულზე ნდებარე რესტორანს. ამავე სართულზე ეწყობა სასტუმროს ადმინისტრაციის ოთახი, სამზარეულო და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სათავსოები.
საპროექტო შენობის +1 სართული არის დერეფნული ტიპის და მთლიანად ეთმობა სასტუმროს ნომრებს, განლაგებულია დერეფნის ორივე მხარეს.
ტერიტორიაზე მისასვლელი გზის პირას, შენობისგან მოშორებით გათვალისწინებულია 33 მანქანისთვის გათვლილი ავტოსადგომი. ასევე შენობასთან ახლოს ჩრდილოეთით გათვალისწინებულია ღია აუზის (7,50 X 20,00) და ტერასის მოწყობა. ტერიტორიის დანარჩენი ფართობი ეთმობა გამწვანებას.
ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები:
მიწის ნაკვეთის ფართობი: 6000 კვ.მ.
განაშენიანების ფართობი: 895,5 კვ.მ.
საცხოვრებელი ფართობი: 2464,7 კვ.მ.
საზაფხულო ფართობი: 168,3 კვ.მ.
კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 138,3 კვ.მ.
საოფისე ფართი: 141,9 კვ.მ.
დამხმარე ფართი: 131,6 კვ.მ.
სასაწყობე ფართი: 150,6 კვ.მ.
კომერციული ფართი: 389,2 კვ.მ.
სამშენებლო მოცულობა: 7492,8 კვ.მ.
0.00 ნიშნულის ზევით: 4928,7 კვ.მ.
0.00 ნიშნულის ქვევით: 2564,1 კვ.მ.
შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე: 10,90 მ.
0.00 ნიშნულის ზევით: 6,40 მ.
0.00 ნიშნულის ქვევით: 4,50 მ.
კ1 - 0,1 / 660,4 მ2/ 30000 მ2
კ2 - 0,3 / 1592,4 მ2/ 6000 მ2
კ3 - 0,3 / 1743,5 მ2/ 6000 მ2
მშენებლობა უკვე დაწყებულია შესრულებული ძირითადი სამუშაოები, აშენებულია პირველი და მეორე სართული.

Surfaces

Terrain30000 m²
Total2464.7 m²

Telavi

L'agent a décidé de ne pas dévoiler l'adresse exacte. Vous pouvez le contacter pour l'obtenir.