Maison à vendre, 2 ალ. ჭავჭავაძის ქუჩა წყნეთი, à Tbilissi, Géorgie

Tbilissi, 2 ალ. ჭავჭავაძის ქუჩა
Maison • 6 pce(s) • 4 chambres • 3 sdb • 600 m² • réf: 105004030-1588
1 171 635 CHF
სახლი წყნეთის ერთერთ საუკეთესო უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზეა. აქ განაშენიანება ახალია, ქუჩა მოწესრიგებულია. მაცხოვრებლები არ ეწევიან სოფლისთვის დამახასიათებელ მეურნეობას. ქუჩა ფიჭვების ტყეშია, რაც მას განუმეორებელ სიმყუდროვეს მატებს. 1600 კვ. მ. აშენებულია 593 კვ. მ.ორსართულიანი სახლი. ეზო მოვლილი და კარგად გამწვანებულია. სახლს აქვს პარკინგი ორ-სამ მანქანაზე. რამოდენიმე დონეზე განლაგებული შიდა სივრცე ფუნქციურად სწორად და მოხერხებულადაა განაწილებული. პირველ სართულს ტექნიკური დანიშნულების ოთახი, სამრეცხაო, პარკინგი და სათავსო იკავებს. საცხოვრებელ პირველ სართულზე დიდი მისაღები სივრცეა სასტუმრო ზონითა და გარშემო დიდი ტერასებით. აქვეა კაბინეტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იოლად მოირგებს საძინებელი ოთახის ფუნქციას. მიმდებარედაა სამზარეულო - სასადილო, აბაზანა ტუალეტი. უკანა ტერასა აუზს ებჯინება. აქვეა გადახურული საზაფხულო ფართიც. სახლის მეორე სართულს სამი საძინებელი იკავებს. აქედან ერთი მთავარი საძინებელია საკუთარი საგარდერობეთი და აბაზანა-ტუალეტით. ორ საძინებელს ცალკე ემსახურება მეორე აბაზანა-ტუალეტი. ყველა ოთახს საკუთარი აივანი აქვს. რემონტი მაღალი ხარისხისაა, გამოყენებულია ბუნებრივი ქვა, გრანიტი, ნატურალური ხის პარკეტი. სახლი უზრუნველყოფილია ავეჯითა და ტექნიკით.

Aménagement

Pièces6
Etages2
Chambres4
Salles de bains3
Toilettes4

Surfaces

Habitable600 m²
Terrain1600 m²
Total600 m²
Equipements et points forts extrait par l'IA.
Parking
Terrasse

2 ალ. ჭავჭავაძის ქუჩა, Tbilissi

Vue et exposition extrait par l'IA.
Vue sur la cour